LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford F-250-მა ქრაშ–ტესტები ხუთ ვარსკვლავზე ჩააბარა

120

აშშ-ს საგზაო უსაფრთხოების ნაციონალურმა მმართველობამ (NHTSA) ახალი პიკაპის Ford F-250 Super Duty Crew Cab 4×2 ტესტირება დაასრულა.

ცდების მიხედვით, რომელშიც ავტომობილის სხვადასხვა ტიპის ბარიერებთან შეჯახება ხდება, ორგანიზაციამ 2017 წლის პიკაპს უსაფრთხოების მაქსიმალური შეფასება მიანიჭა.

NHTSA-ის ტესტებში პიკაპმა საერთო შეფასებაში ხუთი ვარსკვლავი მიიღო, რომელიც რამდენიმე ცდას აერთიანებს.

Ford-ის პრეს სამსახურის მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, ახალი პიკაპის კონსტრუქციაში განსაკუთრებული სიმყარის ნაერთი გამოიყენება, რომელსაც სამხედრო წარმოებაში იყენებენ. გარდა მაღალი სიმყარისა, ალუმინის ნაერთმა პიკაპის წონა 159 კილოგრამით შეამცირა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები