ტეილორ სვიფტი ხუთშაბათს, პარასკევსა და შაბათს ავსტრიაში, ვენაში „ერნსტ ჰაპელის“ სტადიონზე“ მორიგ კონცერტს გეგმავდა, თუმცა, ის გაუქმა. ამის მიზეზი მოსალოდნელი ტერაქტი გახდა.
ავსტრიის პოლიციამ ორი ადამიანი უკვე დააკავა, რომლებიც ვენაში კონცერტის დროს ტერაქტის განხორციელებას გეგმავდნენ. ეჭვმიტანილებს კავშირი ჰქონდათ ე.წ ისლამურ სახელმწიფოსთან. ამოღებულია ქიმიური ნივთიერებები, მიმდინარეობს ექსპერტიზა.