LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოვემზადოთ ცხოვრების ახალი ეტაპისთვის – 7 რჩევა ფსიქოლოგის

631
ნინო-ეფხოშვილი

როგორ მოვემზადოთ ცხოვრების ახალი ეტაპისთვის – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოკონსულტანმა ნინო ეფხოშვილმა ისაუბრა. 

რას ნიშნავს ცხოვრების ახალი ეტაპი?

ხშირად მომმართავენ აბიტურიენტების მშობლები კითხვით რა უნდა გაითვალისწინონ მოზარდებმა ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლისთვის მოსამზადებლად.

ჩვენს ქვეყანაში ხშირად გვესმის, როცა მშობელი ამბობს – „სკოლა დავამთავრეთ”, ,,აქ ვაბარებთ” და მსგავსი ფრაზები. როცა არ ხდება შვილის და მშობლის დისოციაცია. ასეთ შემთხვევაში ახალგაზრდას ძალიან გაუჭირდება დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება. პირველი, რაც მშობლებმა უნდა გავითავისოთ არის ის, რომ ყველა ინდივიდი დამოუკიდებელია, ჩვენ შეიძლება ვურჩიოთ, მაგრამ ის თუ რა გზას აირჩევს ახალგაზრდა მისი გადასაწყვეტია. 

რამდენად მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური მზაობა?

ცხოვრების ახალ ეტაპზე მნიშვნელოვანია ჩვენი ფსიქოლოგიური მზაობა. ეს ნიშნავს იმას, რომ გაცნობიერებული გვქონდეს რა გვინდა, რა გვინდა შევმატოთ სამყაროს, რაში გვინდა მოვახდინოთ ჩვენი ენერგიის კონვერტაცია. რა არის ის შედეგი რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. შესაძლოა ამ ყველა კითხვაზე არ გვქონდეს პასუხი, მაგრამ მთავარია სწორი კითხვები დავსვათ. ხშირად მეკითხებიან, ის რაც ახლა მინდა, რომ აღმოჩნდეს მომავალში რომ აღარ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, მაშინ რა იქნება? არაფერი არ დაშავდება, სამყაროში სწრაფი ცვლილებები ხდება, ახლა აღარ არის ისე, როგორც ადრე, ერთ პროფესიას რომ აირჩევდა ადამიანი და მთელი ცხოვრება იმას აკეთებდა. მომავალში შეიძლება ადამიანებმა ბევრი პროფესია გამოიცვალონ. იმის გარკვევა ახლა რა გვინდა, იმაში გვეხმარება რომ მოტივირებულები ვიყოთ და შეუპოვრად ვაკეთოთ ის, რაც დღეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი.

ცხოვრების ახალი ეტაპისთვის მზაობა ნიშნავს იმის გაცნობიერებას, თუ რა შედეგის მიღება გვინდა, რა ხედვა გვაქვს, როგორი გვინდა იყოს ჩვენი ცხოვრება, მაგალითად, 10 წლის შემდეგ. რა არის ის რესურსები, რაც დღეს გვაქვს, რა გამოგვდის კარგად, რისი კეთება გვიყვარს. და უკვე დღეს რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამისთვის.

ზოგჯერ ჩვენი ოცნებები მიუღწევლად გვეჩვენება, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ თუ ჩვენი ოცნების ცხოვრებას ნათლად წარმოვიდგენთ, შემდეგ ამას მიზნებად გავწერთ და ყოველდღე გავაკეთებთ რაღაცას ჩვენი გრძელვადიანი მიზნებისთვის, თუნდაც ერთ პატარა ნაბიჯს გადავდგამთ წინ, ადამიანისთვის მიუღწეველი არაფერია. ნათელი ხედვა, სწორი დამოკიდებულებები, შეუპოვრობა, მუდმივი და უსასრულო გაუმჯობესება და, რაც მთავარი, ქმედება – არის ის რაც შეუმჩნევლად მიგვიყვანს ჩვენს ოცნებებამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g