ივნისში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად კეტი პერი MTV Video Music Awards-ზე სპეციალურ პრემიას მიიღებდა, დადასტურდა. 11 სექტემბერს, მომღერალს ,,მაიკლ ჯექსონის ვიდეო ავანგარდის ჯილდოს” მიანიჭებენ.
კეტი პერი და ბრიტნი სპირსი MTV Video Music Awards-ის სპეციალურ პრემიებს მიიღებენ
MTV Video Music Awards გადაიდო – მიზეზი დონალდ ტრამპი და კამალა ჰარისია
ვინ წარადგენს და გადასცემს პრესტიჟულ ტიტულს მუსიკოსს, ჯერჯერობით უცნობია.
39 წლის შემსრულებელი შოუზე პერფორმანსითაც წარდგება და ყველა დროის საუკეთესო ჰიტებს, ასევე ახალ სიმღერებს შეასრულებს.
აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა დროს, პერი VMAs-ზე 31-ჯერ იყო ნომინირებული, გამარჯვებულად კი – 5-ჯერ დასახელდა.
ცნობისთვის, MTV Video Music Awards საპატიო პრემიას – Michael Jackson Video Vanguard Award – მუსიკალურ ვიდეოებსა და პოპ კულტურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და გავლენისთვის, შემსრულებლებსა და რეჟისორებს, 1984 წლიდან ანიჭებს. 1991 წელს ჯილდოს მაიკლ ჯექსონის პატივსაცემად, პოპის მეფის სახელი ეწოდა. აქამდე ის ჯენიფერ ლოპესს, პინკს, რიანას, კანიე უესტს, ბიონსეს, ჯასტინ ტიმბერლეიკს, ბრიტნი სპირსსა და სხვებს გადასცეს.
პირველად, პერი MTV-ის მუსიკალური ვიდეობის დაჯილდოებაზე, 2008 წელს, მუსიკალურ ასპარეზზე დებიუტისთანავე წარადგინეს. Ბოლოს ის დაჯილდოებას, 2017 წელს დაესწრო და მისი წამყვანიც იყო.
შეგახსენებთ, რომ 20 სექტემბერს, კეტი პერი მეშვიდე სტუდიურ ალბომს – 143 გამოუშვებს.
რას უსმენს კეტი პერი? – ამერიკელი მომღერლის ფლეილისტი