რიანამ ლეგენდარული ტოპ-მოდელი, რომელიც უწინ მისი ახლო მეგობარი იყო, „დააიგნორა”. შემთხვევა გასულ კვირას, ნიუ-იორკში, „მოდის კვირეულზე“ მოხდა. Alaïa-ს ჩვენებაზე მისულმა ბარბადოსელმა ლამაზმანმა ნაომი კემპბელს ისე ჩაუარა, მისთვის ზედაც კი არ შეუხედავს, არადა ტოპ-მოდელი მას უღიმოდა და მასთან გამოსალაპარაკებლადაც მზად იყო.
ვიდეომ, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ინტერნეტსივრცეში შესაძლო მიზეზებს ასახელებენ, თუ რა გახდა წარსულში ახლო დაქალების განხეთქილების მიზეზი. დიახ, სწორად მიხვდით, მიზეზი მამაკაცია.
ტაბლოიდები წერენ, რომ ორივე მათგანი არაბ მილიონერზე, ჰასან ჯამილზე იყო შეყვარებული. აღსანიშნავია, რომ ჯამილი და რიანა ერთ წელზე მეტი ხვდებოდნენ ერთმანეთს, არტისტი მასთან ოჯახის შექმნასაც გეგმავდა. თუმცა, ბოლოს ჯამილიმ რირი მიატოვა და რომანი ნაომისთან გააბა.
ინექციურ კოსმეტოლოგიას ნაომი კემპბელმაც მიმართა – 54 წლის ტოპ მოდელის უახლესი ფოტოები
რიანა 2025 წლის გლასტონბერის ფესტივალის ჰედლაინერი იქნება
🗣️🗣️ Naomi Campbell and Rihanna really does h4te each other 😭 pic.twitter.com/MQdvKofJgE
— Cowboy Karlter 𐚁 (@Kk029922) September 7, 2024