LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტეილორ სვიფტი მსოფლიოს უმდიდრესი ქალი მუსიკოსია – მისმა ქონებამ რიანას ფინანსებს გადააჭარა

152
1vtsZdQJKAvgDG58PXp9JfA

ტეილორ სვიფტი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი მუსიკოსია. Forbes-ის განახლებული მონაცემების თანახმად, The Eras Tour-ის შედეგად, 34 წლის არტისტის შემოსავალი 1.1-დან, 1.6 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ ის ავტორიტეტული ფინანსურ-ეკონომიკური ჟურნალის ყოველწლიურ მილიარდერთა სიაში, პირველად მოხვდა.

შედეგად, მან 36 წლის კოლეგის, რიანას ფინანსურ მდგომარეობას გადაასწრო. აქამდე სიის ლიდერი, სწორედ რირი იყო. სვიფტისგან განსხვავებით, ბარბადოსელი ლამაზმანი ლისტში, მისი ბიზნეს საქმიანობით გამომუშავებული თანხით შედის.

ამრიგად, სვიფტი მსოფლიოში ყველაზე მდიდარ მუსიკოსთა შორის, მეორე ადგილზეა. მას მხოლოდ ჯეი-ზი უსწრებს, რომლის ქონება დაახლოებით, 2.5 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

მნიშვნელოვანია, რომ ტეილორ სვიფტი ერთადერთი ქალი მომღერალი და შემსრულებელია, ვინც მილიარდერის სტატუსს, მხოლოდ საკუთარი მუსიკალური კარიერით მიაღწია.

რიანა, ტეილორ სვიფტი, ჯეი-ზი – „ფორბსმა“ მილიარდერი სელებრითების სია გამოაქვეყნა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები