LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ინიექციურ პროცედურებს – სილამაზის აკადემია

452
ლაშა-ოსეფაიშვილი

რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ინიექციურ პროცედურებს – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ პლასტიკურმა ქირურგმა ლაშა ოსეფაიშვილმა ისაუბრა.

რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს ინიექციურმა პროცედურებმა?

გართულებები იყოფა ორ ჯგუფად, ეს დამოკიდებულია პრეპარატზე და სამწუხაროდ, ხდება ექიმის დაუდევრობით, ნაკლები პროფესიონალიზმითა ან გამოცდილებით. თუ კონკრეტულად გამოვყოფთ ბოტულინოთერაპიას, ის დიდ პრობლემას არ ქმნის შეიძლება იყოს დროებითი ესთეტიკური ხასიათის პრობლემა, ხშირ შემთხვევაში ეს არის ექიმის მიერ არასწორ უბანში პრეპარატის შეყვანა, რომელიც ექვემდებარება გამოსწორებას.

რაც შეეხება ფილერებით მიღებულ გართულებებს, აქ გვაქვს ბევრი სასაუბრო. რადგან შეიძლება ადამიანი მივიდეს კონკრეტული უბნის გასალამაზებლად და წამოვიდეს სიბრმავის პრობლემით. თვალსაცრემლე ღარი არის ერთ-ერთი სარისკო ზონა, მეორე ასეთი სარისკო ზონაა ცხვირის ზურგის ფორმის გასწორება. ასეთ დროს ტექნიკურად სწორად უნდა იყოს მანიპულაცია ჩატარებული, რომ მინიმუმამდე შემცირდეს რისკები.

რით უნდა დაინტერესდეს პაციენტი, სანამ გაიკეთებს ინიექციურ პროცედურას?

პირველ რიგში ექიმის პროფესიონალიზმით და რამდენად ხშირი ურთიერთობა აქვს კონკრეტულ პრეპარატთან. თანამედროვე პრეპარატების 99%-ი დამზადებულია ჰიალურონის მჟავაზე, რაც ჩვენი ორგანიზმის შემადგენელი ნაწილია. ის პრეპარატები, რაც ადრე გამოიყენებოდა და იყო მუდმივი თითქმის აღარ გამოიყენება. პრეპარატებშიც გვაქვს გამოცდილი ბრენდები, რომელიც ასევე ზრდის ნდობის ხარისხს.