LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენად პრობლემურია მშრალი კანი – სილამაზის აკადემია

760
ქეთი-მაჭავარიანი

რამდენად პრობლემურია მშრალი კანი – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია” ექიმმა ინექციონისტმა ქეთი მაჭავარიანმა ისაუბრა.

რამდენად პრობლემურია მშრალი კანი?

კანის სიმშრალე პაციენტების ერთ-ერთი პრობლემაა ესთეტიკურ მედიცინაში. უპირველესად საჭიროა დიფერენციაცია კანის ტიპსა და მდგომარეობას შორის, რათა სწორედ შევარჩიოთ მკურნალობა.

ორივე შემთხვევაში საჭიროა კანის სწორედ დატენიანება, როგორც აპლიკაციურად – მოვლის საშუალებებით, ასევე პროცედურულად, კოსმეტოლოგიურ კაბინეტში…

კანის სიმშრალის დროს რომელი პროცედურებია ყველაზე ეფექტური?

პროცედურებიდან ყველაზე ეფექტურს წარმოადგენს ბიორევიტალიზაცია, ჰიალურინის მჟავით დატენიანება და რედერმალიზაცია, რათა კანის ღრმა შრეებში მოხდეს ჰიალურინის მჯავის დეფიციტის აღდგენა.

ამისთვის საჭიროა კურსის ჩატარება 3 პროცედურა 2-4კვირიანი შუალედით და შემდგომ პრევენციისთვის 3-4 თვეში ერთხელ, ერთჯერადად, რათა მივიღოთ გამყარებული შედეგი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები