ბრაზილიაში ავტობუსის კლდიდან გადავარდნის შედეგად, 17 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას ალაგოასის შტატის ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.
შტატის გუბერნატორის, პაოლო დანტასის ცნობით, შემთხვევის შემდეგ 29 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.
ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ განაცხადა, რომ ფედერალური მთავრობა სიტუაციას აკვირდება და შტატის ხელისუფლების დასახმარებლად მზადყოფნა გამოთქვა.