LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაია კალასი – ვგმობთ მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობას – ვწუხვართ მმართველი პარტიისგან მინიშნებაზე, რომ არ გააგრძელებენ საქართველოს მიერ ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე წინსვლას, ამას ევროკავშირისგან პირდაპირი შედეგები მოჰყვება

110
კაია კალასი

ვგმობთ მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობას და ვწუხვართ მმართველი პარტიის მხრიდან მინიშნებაზე, რომ არ გააგრძელებენ საქართველოს მიერ ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე წინსვლას და ასევე ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლაზე – ამას ევროკავშირის მხრიდან პირდაპირი შედეგები მოჰყვება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, კაია კალასი X-ზე წერს.

ამასთან, განმარტავენ, რომ ქართველი ხალხის გვერდით დგანან.

„ჩვენ ქართველი ხალხის და მისი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით ვდგავართ.

ჩვენ ვგმობთ მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობას და ვწუხვართ მმართველი პარტიის მხრიდან მინიშნებაზე, რომ არ გააგრძელებენ საქართველოს მიერ ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე წინსვლას და ასევე ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლაზე. ამას ევროკავშირის მხრიდან პირდაპირი შედეგები მოჰყვება“,- წერს კაია კალასი X-ზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g