LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford-მა ახალი ყველგანმავალი Expedition პოლიციისთვის გააუმჯობესა

105
Ford-მა ახალი ყველგანმავალი Expedition პოლიციისთვის გააუმჯობესა

Ford-მა ყველაზე დიდი ყველგანმავალი პოლიციის სამსახურისთვის გააუმჯობესა. აშშ-ში ძალოვანი სტრუქტურებისთვის გიგანტური ავტომობილის პრემიერა შედგა. მოდელის ჩვეული ვარიანტი 5,3 მეტრის სიგრძისაა, თანხის დამატების შემთხვევაში კი 5,6 მეტრიანი ვერსია Max აიწყობა.

პოლიციის ყველგანმავალი ბევრად აგრესიული ვიზუალისაა, ცენტრალურ ნაწილში დაემატა მართვის პულტი დამატებითი ფუნქციებით. მოდელს აქვს ასევე განათებული მოწყობილობების გარეშე გადაადგილების ფუნქცია. ავტომობილში მინიმუმამდეა დაყვანილი ფუფუნების საგნები: სავარძლები ნაჭრისაა, იატაკზეც იაფფასიანი ხალიჩაა დაფენილი. რაც შეეხება ტექნიკას, ყველაფერი სტანდარტულია. პოლიციის სამსახურისთვის წარმოდგენილი Ford Expedition ბენზინის ტურბო ძრავა V6-ით დაკომპლექტდება და აგრეგატი 10 საფეხურიან გადაცემათა კოლოფთან ერთად იმუშავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები