„ოქროს გლობუსის“ 2025 წლის დაჯილდოება დემი მურისთვის ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა. მან „საუკეთესო ქალი მსახიობის“ ნომინაციაში, სკანდალური ფილმისთვის „სუბსტანცია“, გამარჯვება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ეს გახლავთ მისთვის პირველი ასეთი მნიშვნელოვანი ჯილდო 62 წლის ასაკში.
დემიმ პირველი ტრიუმფი ისეთივე უშრეტი და გულწრფელი ემოციებით იზეიმა, როგორც მისი სამადლობელი სიტყვა გახლდათ გამარჯვებულის რანგში.
მსახიობმა „ოქროს გლობუსის“ „აფთერ ფართიდან“ „ინსტაგრამზე“ უამრავი ფოტო და ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ის თავის ქალიშვილებთან და კოლეგებთან ერთად პოზირებს. ყველაზე გამორჩეული კი მისი ენერგიული ცეკვა გახლდათ.
ამჯერად დახვეწილი გემოვნების მქონდე ვარსკვლავმა წითელი კაბა მოირგო, რომელსაც წელზე და კისერზე შავი ბაფთა ამშვენებდა.
„ოქროს გლობუსის“ გამარჯვებულები ცნობილია