BRIT Awards-ზე, საბრინა კარპენტერის დებიუტი შედგა. გარდა იმისა, რომ ის ,,ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაციამ” ლოკალურ ,,გრემიზე” პირველად წარადგინა და ორი ნომინაცია მიანიჭა, ასევე სპეციალური პრემია – ,,ჯილდო გლობალური წარმატებისთვის” გადასცა.
შემსრულებლის სადებიუტო პერფორმანსი სიმღერებზე – Espresso და Bad Cham საიუბილეო, 45-ე დაჯილდოების ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტებში მოხვდა. ცერემონია სწორედ მისი გამოსვლით გაიხსნა.
მუსიკოსი სცენაზე ,,სამეფო გვარდიის” თანხლებით გამოჩნდა, შემდეგ კი Victoria’s Secret-ის წითელ თეთრეულში გამოწყობილმა პიკანტური შოუ მოაწყო.
წითელ ხალიჩაზე, არტისტი ალექსანდრ მაკ-ქუინის მოდის სახლის ვარდისფერი კაბით წარდგა.
