ლისა, დოჟა ქეთი და რეი 97-ე ,,ოსკარების” საპატიო სტუმრები იყვნენ. არტისტებმა, რომელთაც ცოტა ხნის წინ ერთობლივი სიმღერა – Born Again გამოუშვეს, ამჯერად მონაწილეობა ცალ-ცალკე, თუმცა საერთო პერფორმანსში მიიღეს.
სამმა ქალმა შემსრულებელმა წლის მთავარ კინომოვლენაზე, საკულტო ფრენჩაიზიდან – ,,ჯეიმს ბონდი” ყველა დროის საუკეთესო სიმღერები შეასრულა.
სანახაობა მარგარეტ ქუელის საცეკვაო ნომრით გაიხსნა, შემდეგ კი სცენაზე ლისა გამოჩნდა, რომელმაც შოუ სიმღერით – Live and Let Die განაგრძო. ლისა დოჟა ქეთმა სიმღერით – Diamonds Are Forever ჩაანაცვლა, ხოლო კულმინაციისას რეიმ Skyfall იმღერა.
წარმოდგენის ბოლოს, ტრიო აუდიტორიის წინაშე ერთად დადგა და მქუხარე აპლოდისმენტებიც დაიმსახურა.
ცნობისთვის, ჯეიმს ბონდი — ინგლისელ მწერალ, იენ ფლემინგის რომანების პერსონაჟია, რომლის თავგადასავლების ეკრანიზაცია, 1962 წლიდან დაიწყეს. ფილმების სერიის ამ დროისთვის ბოლო, 25-ე ეპიზოდი, 2021 წლით თარიღდება. ჯეიმს ბონდის შესახებ გადაღებული შვიდი კინოსურათის მთავარი მუსიკალური თემა, მათ შორის Live and Let Die და Skyfall ,,საუკეთესო ორიგინალური სიმღერის” კატეგორიაში, ,,ოსკარის” ნომინანტი და პრიზიორია.