რამდენიმე დღის წინ, დმანისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი, 18 და 19 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა – ადგილობრივი მაცხოვრებლების განცხადებით, გარდაცვლილები – გუკა ადუაშვილი და ნიკა ოკმელაშვილი მეგობრები არიან.
შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა კიდევე ერთი მოქალაქე, რომელიც კლინიკაში მკურნალობს.
გუკა ადუაშვილის და ნიკა ოკმელაშვილის მეგობრები და ახლობლები სოციალურ ქსელში მათ ფოტოებსა და ვიდეოებს აქვეყნებენ და გარდაცვლილებს ემოციურად ემშვიდობებიან.
„ნიკუშ, მახსოვს როგორ მთხოვდი ამ რაღაც საშინელებაზე ერთად დავსხდეთო, მეც მეშინია ,მაგრამ გვერდით დაგიჯდებიო…! შენი ხათრით და შენს იმედად გავრისკე ძმაო, შენი იმედი მქონდა…!
ეჰ, ჩემო ნიკოლოზ, როგორ გააფერმკრთალე ცხოვრება…?! მიყვარხარ ძმაო! მშვიდად განისვენე!
ეს ბიჭი დავკარგეთ, უბრალოდ სასწაული ახალგაზრდა! სიტყვებს ვერ ვპოულობ, არ ვიცი რა ხდება საერთოდ! ჩემი ბიძაშვილი კი არა, ძმა იყავი, ხარ და იქნები ყოველთვის!
გენაცვალე მაგ წრფელ ღიმილში, ახლაც რომ სახეზე გაწერია!“ – წერს ნიკა ოკმელაშვილის ნათესავი ილია ოკმელაშვილი სოციალურ ქსელში.
ნიკუშ, მახსოვს როგორ მთხოვდი ამ რაღაც საშინელებაზე ერთად დავჯდეთო, მეც მეშინია მაგრამ გვერდით დაგიჯდებიო…! შენი ხათრით და შენს იმედად გავრისკე ძმაო, შენი იმედი მქონდა…! 💔💔💔 ეეჰ ჩემო ნიკოლოზ, როგორ გააფერმკრთალე ცხოვრება…?! 💔💔 მიყვარხარ ძმაო! 💔 მშვიდად განისვენე! 🕊️🕊️
Posted by ილია ოკმელაშვილი on ორშაბათი, 17 მარტი, 2025
„ნამდვილად საუკეთესო დაგკარგეთ, ჩვენო გუკინო, გვიყვარხარ უსასრულოდ“, – წერს გუკა ადუაშვილის მეგობარი.
ნამდვილად საუკეთესო დაგკარგეთ, ჩვენო გუკინოო…💔🕊️Guka Aduashvili გვიყვარხარ უსასრულოდ!♾️❤️🩹
Posted by Lizi Narsavidze on კვირა, 16 მარტი, 2025