ვიქტორია ბექჰემს 51 წელი შეუსრულდა. ბექჰემების დიდმა ოჯახმა იუბილე იახტაზე აღნიშნა. რამდენიმე საათის წინ იუბილარმა „ინსტაგრამზე“ ფოტოების და ვიდეოების სერია გაავრცელა, სადაც აღბეჭდილია, როგორ ატარებს ოჯახი ამ დღეს.
აღსანიშნავია, რომ წვეულებას არ დაესწრო ბექჰემების უფროსი ვაჟი, ბრუკლინი და მისი მეუღლე, ნიკოლა პელტცი. მათ ვიქტორიას იუბილე არც სოციალური ქსელის საშუალებით მიულოცეს. ამის ნაცვლად, ბრუკლინმა ნიკოლასთან ერთად გადაღებული ფოტოები გაავრცელა.
ცნობისთვის, ბრუკლინი არც რამდენიმე კვირის წინ, დევიდის მიერ ორგანიზებულ წვეულებაზე გამოჩენილა.
სარძლოებით გარშემორტყმული დევიდი და ვიქტორია – ბექჰემების დიდი წვეულება არასრული შემადგენლობით
ენერგიული ცეკვა და მხურვალე ჩახუტება – ბექჰემების დიდი, ხმაურიანი წვეულება