LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემს სიყვარულს ამიერიდან ფასი დაედება“ – ჯეი ლო დამაინტრიგებელ სტატუსსა და ფოტოებს ავრცელებს

310
page

ჯეი ლომ „ინსტაგრამზე“ ახალი ფოტოები გაავრცელა, სადაც ის აბრეშუმის, ვარდისფერ კაბაში პოზირებს, მის „ლუქს“ ამავე ფერის ჩალმა ასრულებს. 55 წლის არტისტსა და მსახიობს საბედისწერო გამოხედვა აქვს.

„დროა იბრწყინო, იპოვე შენი ნათება“, – ასე დაასათაურა ფოტოების სერია ვარსკვლავმა.

აღნიშნული პოსტის შემდეგ მან კიდევ მეტად დამაინტრიგებელი სტატუსი გაავრცელა. ეს გახლავთ უბრალოდ წარწერა თეთრ ფონზე:

„ჩემს სიყვარულს ამიერიდან ფასი დაედება“, – წერს ვარსკვლავი.

შეგახსენებთ, ჯეი ლო და ბენ აფლეკი ორწლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს ოფიციალურად რამდენიმე თვის წინ დაშორდნენ.

„დაველოდოთ კიდევ 20 წლის გასვლას“ – ჯეი ლო ბენ აფლეკს ვერ ივიწყებს და მზადაა, ცხოვრების ბოლომდე მარტო დარჩეს

ფოტო/ვიდეო: ჯეი ლო საუდის არაბეთში გამართულ კონცერტზე ჩაცმული გამოვიდა

ჯენიფერ ლოპესი კონცერტებს სომხეთსა და თურქეთში გამართავს – ტურნეს დეტალები ცნობილია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები