LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეცნიერებმა დათვალეს, თუ რამდენი ვიზიტორის დატევა შეუძლიათ ბერძნულ პლაჟებს ისე, რომ გარემოს ზიანი არ მიადგეს

109
Screenshot 2025-04-30 144732

ბერძენმა მკვლევრებმა შეიმუშავეს ალგორითმი, რომელიც ადგენს, თუ რამდენი ტურისტის დატევა შეუძლიათ დაცულ პლაჟებს ისე, რომ ადგილობრივ ეკოსისტემას ზიანი არ მიადგეს.
ამ ალგორითმის დახმარებით სპეციალისტებმა ქვეყნის 12 პლაჟი შეისწავლეს. Pappas Post-ის ინფორმაციით, თითოეულ მათგანს უნიკალური სახეობების შესანარჩუნებლად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

გამოთვლისას სპეციალისტებმა 4 მთავარი კრიტერიუმი გაითვალისწინეს.

  1. ფიზიკური ტევადობა – თეორიულად რამდენი ადამიანი დაეტევა პლაჟზე დღის განმავლობაში;
  2. რეალური ტევადობა – ითვალისწინებენ ბუნებრივ ფაქტორებს, ასევე პლაჟის მისაწვდომობას, პარკინგის არსებობას და მზის შუქის ხანგრძლივობას(რაც უფრო მეტ ხანს ანათებს მზე, ადამიანები პლაჟზეც მეტ დროს ატარებენ);
  3. ეფექტური ტევადობა – დაბინძურების და ადამიანის საქმიანობის გავლენები, ასევე კომფორტული მისასვლელი;
  4. სოციალური ტევადობა – ტურისტების თვალთახედვით ტევადობის კომფორტული მაჩვენებელი.

    შედეგები შემაშფოთებელი აღმოჩნდა – პოპულარული კურორტები დაშვებულ დატვირთვას როგორც წესი, 2-3-ჯერ აჭარბებენ. მაგალითად, პლაჟი კალო ნერო ყოველდღიურად 940 ადამიანს მასპინძლობს, როცა მაქსიმალური ოდენობა 270 უნდა იყოს. გამონაკლისი გახდა პლაჟი კალოგრია, სადაც ვიზიტორთა ნაკადი გამოთვლის ნორმებში ჯდება.

    გადატვირთულობა სათუთ ეკოსისტემებს უქმნის საფრთხეს: ვიზიტორებს უნიკალური სახეობების შეწუხება და მათი ბინადრობის სივრცის დაზიანება შეუძლიათ. შედეგად ზიანდება წყლის ხარისხი, მცირდება ბიომრავალფეროვნება და სანაპიროს ბუნებრივი სილამაზე ქრება.

    მეცნიერებსაც სურთ, რომ მიღებული მონაცემები ტურისტების ნაკადების რეგულირებისთვის გამოიყენონ.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები