LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: როგორ ამღერდა ლეგენდარული მიშა მესხის შვილიშვილი და აპირებს თუ არა ფილმში მონაწილეობას მსახიობ მამასთან ერთად: „ყველაფერში ნიჭიერია, მსახიობობაშიც, ფეხბურთშიც, მათემატიკაშიც, კარგად სწავლობს…“

561
მიშა მესხი

„დღის პოსტის“ ეთერში მომღერალი ფიქრია მეგრელაძე შვილიშვილთან, მიშა მესხთან ერთად ამღერდა. სიმღერა, რომელიც ბებიამ და შვილიშვილმა შეასრულეს, ეკა თარგამაძემ დაწერა.

აღსანიშნავია, რომ პატარა მიშა მესხი ლეგენდარული ფეხბურთელის, მიხეილ მესხის შვილიშვილი და მსახიობ მიშა მესხის შვილია.

მისთვის ყველაზე მთავარი მაინც ფეხბურთია, თუმცა სიმღერაც ძალიან უყვარს.

„ჩემი შვილიშვილი ყველაფერში ნიჭიერია, მსახიობობაშიც, ფეხბურთშიც, მათემატიკაშიც, კარგად სწავლობს. როცა მითხრა, დუეტი ჩავწეროთო, სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა. ვიფიქრე, როგორი ტიპის სიმღერა უნდა ყოფილიყო. ბებიასა და შვილიშვილს შორის სიყვარული სულ სხვა განცდაა…“, აღნიშნავს ფიქრია მეგრელაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g