ბექჰემების ოჯახური განხეთქილება კვლავ ყველაზე აქტუალური საკუთხია. წამყვანი დასავლური მედიების უახლესი განცხადებით, დევიდ და ვიქტორია ბექჰემებმა მილიარდერ რძალთან ნიკოლა პელტცთან „ყველაფერი დაასრულეს“ და მასთან ყველანაირი კონტაქტი გაწყვიტეს.
წყვილი თვლის, რომ ნიკოლა განდიდების მანიითაა შეპყრობილი და დიდების მოსაპოვებლად ბექჰემების სახელს იყენებს.
აღსანიშნავია, რომ ნიკოლა პელტცმა საჯაროდ უარყო დაპირისპირების არსებობა, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ „იდეალური ოჯახი არ არსებობს“.
„ბექჰემების ოჯახი იმედოვნებს, რომ მათი უმცროსი ქალიშვილი, ჰარპერი, ოჯახური კონფლიქტის მოგვარებას შეძლებს“, – აცხადებს ინსაიდერი.
„იქნება ბევრი ცრემლი!“ – ვიქტორია ბექჰემი დოკუმენტური სერიალით ბრუნდება, რომელშიც ყველაფერს იტყვის

