LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორია 20 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც გორში, სავარაუდოდ, მეუღლემ, სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა – რას აცხადებენ ახლობლები

280
კლინიკა

20 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც 18 ივნისს, გორში, სავარაუდოდ, მეუღლემ, სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, სტაბილურია.

დაშავებული ახალგაზრდა ქალის ახლობლების ინფორმაციით, პაციენტს გუშინ საღამოს ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია და ამჟამად მკურნალობა ქირურგიული განყოფილების პალატაში უგრძელდება. ახლობლების თქმითვე, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გორში ქმარმა ცოლი დაჭრა

ცნობისათვის, შემთხვევა გორში, თამარ მეფის ქუჩაზე გუშინ გვიან საღამოს მოხდა.

ოჯახის მეზობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს დაზიანებები მეუღლემ მიაყენა. ქალი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა.

მეზობლების ცნობითვე, ცოლზე ფიზიკურად ძალადობის შემდეგ, მამაკაცმა თვითდაზიანება მიიყენა, რის გამოც ის კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს.

ახალგაზრდა ქალს სხეულის სხვადასხვა მონაკვეთზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, დაშავებულს ქირურგიული ოპერაცია წუხელ ჩაუტარდა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლის,“კ” ქვეპუნქტით, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მძიმე გარემოებაში მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g