LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ორლანდო ბლუმი ჯეფ ბეზოსისა და ლორენ სანჩესის ქორწილში მარტოხელა მამაკაცის სტატუსით მივა“ – უახლესი დეტალები კეტი პერისა და ორლანდო ბლუმის განშორების შესახებ

142
page

ორლანდო ბლუმი ჯეფ ბეზოსისა და ლორენ სანჩესის ქორწილში მარტოხელა მამაკაცის სტატუსით მივა“, – ამის შესახებ გამოცემა TMZ წერს.

წყაროს ცნობით, მსახიობი ოფიციალურ განცხადებას კეტი პერისთან განშორების შესახებ სწორედ ამ დღეს გააკეთებს. აღსანიშნავია, რომ პერი მეგობრების ქორწილს გამოტოვებს, რადგან ის ამჟამად Lifetimes მსოფლიო ტურნეში იმყოფება.

შეგახსენებთ, წყვილი 2019 წლის, ვალენტინობის დღეს დაინიშნა. მათ 2020 წელს ქალიშვილი, დეიზი შეეძინათ.

ცნობისთვის, მილიარდერი, ჯეფ ბეზოსისა და მისი რჩეულის, ლორენ სანჩესის „საუკუნის ქორწილამდე“ სულ ცოტა დროს რჩება. სამ დღიანი ცერემონიალი 26 ივნისს, ვენეციაში, კუნძულ „სან ჯორჯო მაჯორეს“ მახლობლად გაიმართება და იქ ისეთ სახეებს ვიხილავთ, როგორებიც არიან, ოპრა უინფრი, მიკ ჯაგერი, ივანკა ტრამპი, ლეონარდო დიკაპრიო და კეტი პერი და ა.შ…

კეტი პერი ორლანდო ბლუმთან განშორების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ნიშნობის ბეჭდის გარეშე გამოჩნდა

კეტი პერი და ორლანდო ბლუმი 9 წლიანი ურთიერთობის შემდეგ, ერთმანეთს შორდებიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები