მომღერალმა თამთა ჭელიძემ ცხოვრებაში ბევრი რამ გადალახა, გადააფასა. ამ ყველაფრის შესახებ მან „სარკესთან“ ისაუბრა:
შეცდომების, არასწორი გადაწყვეტილებების გამო ძალიან ბევრი დავკარგე ჩემს პროფესიაში. ახლა ნელა-ნელა ვიხდენ ოცნებებს, მაგრამ რაზეც ვოცნებობ, არა მგონია, ახდეს…
დღეს ჩემ გვერდით არის ადამიანი და ვგრძნობ, რომ მას ვუყვარვარ. ჩვენს ურთიერთობას ოფიციალური სახე არ აქვს, მაგრამ უკვე 6 წელია, რაც ერთად ვართ… სიყვარულია თავისუფლების მინიჭება. ადრე ამას ვერ ვხვდებოდი, ეჭვიანობა მეგონა სიყვარული, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელია, მივხვდი, რომ სადაც ეჭვიანობა მთავრდება და მას თავისუფლებას აძლევ, იქ არის ნამდვილი სიყვარული…
არანორმალური დედა ვარ. ჩემი გადაჭარბებული ყურადღებით ადრეც ვაწუხებდი და ახლაც ვაწუხებ. ჩვენ ერთად გავიზარდეთ… ლიზა პრაღაში სწავლობს. ბავშვობიდანვე თავში ვუბეჭდავდი იმ აზრს, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ საზღვარგარეთ უნდა განეგრძო სწავლა…“
ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში.