LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რატომ დააშორე უფალო ეს ბედნიერი ბავშვები ერთმანეთს“ – სამტრედია-აბაშის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 19 წლის ბიჭი კლინიკაში გარდაიცვალა

3216
ავარია

სამტრედია-აბაშის გზაზე, 24 ოქტომბერს მომხდარი უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 19 წლის ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა.

ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება მისი მეუღლე. გოგონას მდგომარეობა მძიმეა.

„რატომ უფალო, რატომ დააშორე ეს ბედნიერი ბავშვები ერთმანეთს და რატომ წაართვი დედას ერთი კაკალი შვილი, რა უსამართლოა ეს ცხოვრებაა…ლიკუ შენ უნდა იბრძოლო დეი და აუცილებლად გადალახავ ამ განსაცდელს უფლის ნებით..შენი ბაჩო იქიდან დაგიცავს….“-წერს გოგონას დეიდა სოციალურ ქსელში.

ადგილობრივების თქმით, დაღუპულს ცოლი ახალი მოყვანილი ჰყავდა.

ცნობისთვის, სამტრედია-აბაშის მონაკვეთზე ორი დღის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა.

დაშავდა ათი პირი, მათგან შვიდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს, სამს კი დახმარება ადგილზე გაეწია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g