23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაული ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა.
ქართველი შემსრულებლები მსმენელის წინაშე სხვადასხვა სივრცეში წარდგნენ.
აღნიშნულ დღეს ლიზა ბაგრატიონის, ნატო მეტონიძისა და ნუკრი კაპანაძის კონცერტს უმასპინძლა რესტორანმა „მაგნოლიამ“.
რესტორნის „ფეისბუკის“ გვერდზე ვრცელდება საღამოდან ვიდეოს ფრაგმენტი, რომელშიც ნატო მეტონიძე ასრულებს გია ყანჩელის სიმღერას „საით მიდიხარ“. აღნიშნულ კადრებში ასევე ჩანს ლიზა ბაგრატიონისა და კახა ცისკარიძის კოლორიტული ცეკვა.
„საოცარი მუსიკოსი“, „ადამიანი პიროვნება“, „დიდი სიამოვნებაა თქვენი მოსმენა და ყურება“, „საოცრად ლამაზი და ემოციებით სავსე საღამო“, – წერენ ვიდეოს კომენტარების ველში სოციალური ქსელის მომხმარებლები.
