ნუცა თოფურია მალე იუბილარი იქნება და გრანდიოზული დაბადების დღის გადახდას გეგმავს და ამის შესახებ ჟურნალ „თბილისელებთან“ (24 ნოემბრის ნომერი) საუბრობს:
„5 დეკემბერს ვხდები 26 წლის და გრანდიოზული დაბადების დღეც მაქვს დაგეგმილი, უფრო სწორად, ახლა იგეგმება და იმდენად გრანდიოზული გამოდის, მისი ორგანიზატორები მეხუმრებიან: ბარემ ბიჭი იშოვე და გათხოვდიო…
ფიზიკურად წარმოუდგენელია, პატარა დაბადების დღე გადავიხადო. ახლაც, სამას კაცზე რომ ავედი, ვიფიქრე, ცოტა ბევრია და თავიდან უნდა დავწერო-მეთქი და რა თქმა უნდა, შევამცირე. 150 კაცზე მეტი გამოვიდა, მაგრამ სხვანაირად წარმოუდგენელია…“
