ცოტა ხნის წინ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს დევიდ და ვიქტორია ბექჰემებმა, „ინსტაგრამზე“ უფროსი ვაჟი, ბრუკლინ ბექჰემი და მის მეუღლე, ნიკოლა პელტცი წაშალეს, თუმცა რეალურად ყველაფერი სხვაგვარად აღმოჩნდა.
კრუზ ბექჰემმა „ინსტაგრამზე“ მიმართვა გაავრცელა, სადაც წერს, რომ ბრუკლინმა ის და მშობლები დაბლოკა.
„დედაჩემი და მამაჩემი შვილს არასდროს წაშლიან მეგობრებიდან. მათ გაიღვიძეს და აღმოაჩინეს, რომ დაბლოკილები იყვნენ ბრუკლინისგან, მეც ანალოგიურად“, – აცხადებ კრუზი.
კრუზ ბექჰემმა ძმასთან შესარიგებლად ემოციური ნაბიჯი გადადგა – რა ხდება ბექჰემების ოჯახში
შეგახსენებთ, ამ ზაფხულს, სამწლიანი ქორწინების შემდეგ, ბრუკლინმა და ნიკოლამ ხელახლა „იქორწინეს“ და ღია ცის ქვეშ გამართულ ცერემონიაზე საქორწილო ფიცი კიდევ ერთხელ დადეს. ფიცის დადების ცერემონია ნიკოლას მამამ, ნელსონ პელტცმა ჩაატარა. ცერემონიალს ბრუკლინის არცერთი ოჯახის წევრი არ დასწრებია.

