ჯენიფერ ლოპესმა „ინსტაგრამზე“ საშობაო წვეულებიდან ფოტოების სერია გაავრცელა. 56 წლის არტისტი და მისი ოჯახი ვარდისფერ პიჟამებში იყვნენ გამოწყობილნი. ჯეი ლო, როგორც ყოველთვის, შეუდარებლად გამოიყურებოდა. ის ბედნიერი და იმედის მომცემი გამომეტყველებით ულამაზესი ნაძვის ხის ფონზე პოზირებდა.
ბენ აფლეკი ჯერ ჯენიფერ გარნერთან თეატრში იყო, შემდეგ კი ჯეი ლოსთან ლანჩზე – პაპარაცული ფოტოები
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ჯეი ლო და ბენ აფლეკი კვლავ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცნენ. მსახიობი ერთ დღეს ჯერ ყოფილ მეუღლეს, ჯენიფერ გარნერს შეხვდა და შვილებთან ერთად თეატრში იყო, ამავე დღეს კი, უკვე საღამოს მეორე ექს-ცოლთან, ჯენიფერ ლოპესთან ჰქონდა „დეითი“ და ლანჩზე იმყოფებოდა. ჯეი ლომ ბენთან შესახვედრად ულამაზესი ყვავილებიანი კაბა მოირგო. შემდეგ კი წყვილი საყიდლებზე გაემართა.
„33 წლამდე ასაკის მამაკაცები უსარგებლოები არიან“ – ჯენიფერ ლოპესი