LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დავიღალე საკუთარი სიშიშვლით!“ – კანიე უესტის მეუღლე, ბიანკა სენსორი პირველად Vanity Fair-ის გარეკანზე

558
page

კანე უესტის 30 წლის მეუღლემ, ბიანკა სენსორიმ, Vanity Fair-ის გარეკანი დაამშვენა და გამოცემას ინტერვიუ პირველად მისცა. ავსტრალიელმა მოდელმა, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის პროვოკაციული, შიშველი „ლუქებით“ გახდა ცნობილი, გულწრფელად ისაუბრა საკუთარ იმიჯზე, კანიე უესტთან ურთიერთობაზე და იმაზეც, თუ რატომ „დაიღალა შიშვლად ყოფნით“.

ინტერვიუს დასაწყისშივე სენსორიმ აღნიშნა, რომ მისი გახმაურებული „შიშველი გამოსვლები“ მრავალწლიანი პერფორმანსის ნაწილი იყო, რომელიც საბოლოოდ ხმაურიან პროექტში, BIO POP გადაიზარდა. მისი თქმით, კრიტიკა მას არ აღელვებს, რადგან „თავისი ხელოვნებით ცხოვრობს“ და თავიდანვე მზად იყო იმისთვის, რომ ყველა ვერ გაიგებდა მის გზავნილს.

ამასთან, ბიანკამ აღიარა, რომ უკვე თავადაც მოსწყინდა სიშიშვლე და ერთი და იგივეს მუდმივი გამეორება:

„მე აშკარა ობსესია მქონდა სიშიშვლეზე. ყველგან შიშველი ვიყავი. მუდმივად ერთსა და იმავე ვიზუალს ვიმეორებდი. ახლა კი ეს მომბეზრდა. არ მაინტერესებს, რას ფიქრობენ ადამიანები. ოდესმე ისინი გაიგებენ. თუ არა, არც ესაა პრობლემა. მთავარია, რომ საკუთარი სრული პოტენციალის რეალიზება შემიძლია“.

მან ასევე უპასუხა გავრცელებულ მოსაზრებებს, თითქოს მისი სტილი კანიე უესტის მხრიდან ზეწოლის შედეგია და რომ ამ ურთიერთობაში მან „თავი დაკარგა“.მოდელმა დააზუსტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტანსაცმლის არჩევისას ქმრის აზრს ითვალისწინებს, ამას იძულებად არ აღიქვამს:

„ეს თანამშრომლობაა და არა ბრძანებები. თუ ჯანი ვერსაჩეზე იქნებოდით დაქორწინებული, არ ჩაიცვამდით იმას, რასაც ის შემოგთავაზებდათ? მე კანიე ძალიან მიყვარს. ის მე მხოლოდ სიხარულს მანიჭებს. მინდა, მის გვერდით სამუდამოდ ვიყო“ – განაცხადა ბიანკამ.

„მან რამდენჯერმე სცადა უესტისგან გაქცევა“ – კანიე უესტისა და ბიანკა სენსორის მეგობრის განცხადება

„ეს ხომ ყველა ქალის დამცირებაა!“ – ბიანკა სენსორი „ქალი-ავეჯის“ ახალ, შოკისმომგვრელ ფოტოებს ავრცელებს და კრიტიკის ქარ-ცეცხლში ეხვევა

ბიანკა სენსორი ყოველი ეპატაჟური „ლუქის“ სანაცვლოდ მეუღლისგან თანხას იღებს – ცნობილი ხდება, რა დაუჯდა კანიე უესტს ბიანკას წითელ ხალიჩაზე სრულიად შიშველი გამოჩენა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები