ფეხსაცმლის დიზაინერი თათა ვარდანაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ იხსენებს, როგორ დააღწია თავი რთულ პერიოდს:
„პირველ შემთხვევაში, როდესაც ოჯახი დამენგრა, ფიქრის დრო არ მქონდა, დემეტრე მყავდა და მინდოდა, შვილისთვის ვყოფილიყავი პირადი მაგალითი… რაც შეეხება წარმოებას, ამ პერიოდში ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემმა სულიერმა მდგომარეობამ. საბოლოო ჯამში ყველაფერი ღმერთს მივანდე. რომ არა მამაჩემის გარდაცვალება, შეიძლება, გონს ვერც მოვსულიყავი. არ ვიცი, რით დამთავრდებოდა ჩემი ცხოვრება, მაგრამ ჩემთვის მამის გარდაცვალება ტრაგედია იყო, რომელმაც გამომაფხიზლა, ნაცვლად იმისა, რომ ამას დეპრესია გამოეწვია…
პარალელური მოტივაცია იყო შვილიშვილების დაბადება. მათმა დაბადებამ ბევრი რამ დამანახვა. ვიგრძენი, რომ ყველაფრის მიუხედავად, ცხოვრება გრძელდება…“
