მიუხედავად იმისა, რომ 51 წლის მსახიობი, ბრედლი კუპერი Met Gala-ს წითელ ხალიჩაზე არ გამოჩენილა, ის და მისი საცოლე, 31 წლის ჯიჯი ჰადიდი კულისებში, მხურვალე კოცნის დროს გამოიჭირეს.
„როცა ბრედლიზე ვფიქრობ, მაშინვე ვიღიმი“ – ჯიჯი ჰადიდის იშვიათი კომენტარი საყვარელ მამაკაცზე
ფოტოგრაფ, ლენდონ ნორდმანის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ კოცნის Miu Miu-ის კაბაში გამოწყობილი ჯიჯი ბრედლის და ხელზე ეჭიდება მას.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ესწრებოდა კუპერის ყოფილი პარტნიორი და მისი შვილის დედა, მოდელი, ირინა შეიკი, რაც მედიის განსაკუთრებული ინტერესის საგნად იქცა. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, გადაეყარა თუ არა შეიკი ბრედლის და ჯიჯის.
„შეიკს ემალებიან?“, – ასე შეაფასეს მედიაში წყვილის მალული პაემანი კულისებში.