LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალს მუსიკალურად მადონა, შაკირა და BTS გააფორმებენ

179
photo-collage.png (5)

პირველად მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ისტორიაში, ტურნირის ფინალური მატჩის ტაიმებს შორის შესვენება მუსიკალურად გაფორმდება.

აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი სიახლეა, რადგან ტრადიციულად მსოფლიო ჩემპიონატებზე მხოლოდ გახსნისა და დახურვის ცერემონიები იმართებოდა, მატჩის შუაში კი მსგავსი მასშტაბის კონცერტი არასდროს ჩატარებულა.

ფიფა-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მუნდიალის დასკვნითი შეხვედრის ტაიმ-აუტზე მადონა, შაკირა და BTS იმღერებენ.

შოუს კურატორი Coldplay-ის ვოკალისტი, კრის მარტინი, ხოლო ორგანიზატორი — Global Citizen-ია.

11-წუთიანი პერფორმანსი იქნება ამერიკული „სუპერბოულის“ Halftime Show-ს სტილის და ექნება საქველმოქმედო ხასიათი. არსებული ინფორმაციით, წარმოდგენა მიზნად ისახავს 100 მილიონი დოლარის შეგროვებას FIFA Global Citizen Education Fund-ისთვის, რომელიც მხარს უჭერს ბავშვთა განათლებასა და ფეხბურთზე ხელმისაწვდომობას მთელ მსოფლიოში.

კეტი პერი, ლისა, თაილა, შაკირა – ცნობილია, ვინ იმღერებენ მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის გახსნაზე

ცნობისთვის, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩი ნიუ-ჯერსის MetLife Stadium-ზე, 19 ივლისს შედგება.

ნახეთ ოფიციალური ვიდეო-ანონსი, სადაც კრის მარტინი და „სეზამის ქუჩის“ პერსონაჟები მომავალი შოუს დეტალებზე საუბრობენ:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები