გუშინ გარდაბანში, გარდაბანი-რუსთავის დამაკავშირებელი გზის ტერიტორიაზე უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ერთი ადამიანი კი კლინიკაში გადაიყვანეს.
„2 ოჯახიდან 4 ბიჭი დაიღუპა, ორ-ორი ძმა“ – ცნობილი ხდება გარდაბანში მომხდარი ავარიის დროს გარდაცვლილი 4 ახალგაზრდის ვინაობა
მთავარ სლაიდზე ფოტო: ambebi.ge დღეს გარდაბანში, გარდაბანი-რუსთავის დამაკავშირებელი გზის ტერიტორიაზე უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ერთი ადამიანი კი კლინიკაში გადაიყვანეს. გარდაბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დიდი სიჩქარით მოძრავი „BMW“-ს მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა. უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის […]
უმძიმეს ტრაგედიას სოციალურ ქსელში ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე ეხმაურება:
„რა უნდა თქვა, ვიზიარებ, თანავუგრძნობ მაგრამ არ შველის ეს სიტყვები უსაშველო ტკივილს!!!“ – წერს იზა ომაძე.
ცნობისთვის გარდაბანში ავტოსაგზაო შემთხვევას შვიდი ადამანი ემსხვერპლა. დაშავებულია კიდევ ერთი პირი, რომლის მდგომარეობაც მძიმეა. ავტოსაგზაო შემთხვევა გარდაბანში, სოფელ ბირლიკში გუშინ მოხდა.
Ambebi.ge-ს ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავი BMW-ის მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
