ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში მორიგ მიმართვას გვიზიარებს და საინტერესო ინფორმაციას გვაცნობს იმ ადამიანებზე, რომლებსაც წვიმის ხმა სიამოვნებთ.
„იმ ადამიანებს, ვისაც წვიმის ხმა მოგწონთ, თქვენ სპეციალური სახელი გქვიათ, „პლუვიოფილები“. როდესაც თქვენ წვიმის ხმა მოგწონთ, ამას თქვენს სხეულზე ძალიან დიდი დადებითი გავლენა აქვს.
წვიმის მონოტონურ ხმას, ვარდისფერი ხმაური ჰქვია. ეს ადამიანის გონებას ამშვიდებს და კორტიზოლს ამცირებს. რამდენიმე წუთიანი მოსმენა გონებაზე ისე კარგად იმუშავებს, რომ ბევრ მედიკამენტსაც აჯობებს. ექიმები ხშირად ნიშნავენ წვიმის ჩანაწერების მოსმენას პაციენტებში“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.
ვიდეო: „ფეხი გამენასკვა“…რა არის ამის მიზეზი?“ – გიორგი ღოღობერიძის განმარტება
