LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა კუპატაძე: „სასამართლომ ანი ნასყიდაშვილი და დემეტრე ჩიქოვანი დამნაშავედ ცნო! ეს ცირკი არ იყო! ეს იყო უდანაშაულო ჯანსაღი, გენიოსი, ახალგაზრდის მკვლელობა!“

263
ეკა კუპატაძე, გიგა ავალიანი

„სასამართლომ ანი ნასყიდაშვილი და დემეტრე ჩიქოვანი დამნაშავედ ცნო!“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე წერს და შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს ავრცელებს.

„მე არ ვმათხოვრობ სამართალს! მე მოვითხოვ სამართალს! ციხეში: ნია იმნაძე! გიორგი მალანია! დემეტრე კასრაძე! ანასტასია ბერუაშვილი!“ – მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე მიმართვას ავრცელებს

მისი თქმით, სასჯელის ზომის გამოცხადების დღე 2 ივნისს 12 საათზე ჩაინიშნა:

„დიახ! სასამართლომ ანი ნასყიდაშვილი და დემეტრე ჩიქოვანი დამნაშავედ ცნო! 6 თვის განმავლობაში იცირკავა ბრალდებულების მშობლებმა და ადვოკატებმა!
მაგრამ დიახ, ეს ცირკი არ იყო! ეს იყო უდანაშაულო ჯანსაღი, გენიოსი, ახალგაზრდის მკვლელობა! სასჯელის ზომის გამოცხადების დღე ჩაინიშნა 2 ივნისს 12 საათზე!“ – წერს ეკა კუპატაძე.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ მასწავლებელ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, მსჯავრდადებული დემეტრე ჩიქოვანი და კიდევ ერთი პირი, ანი ნასყიდაშვილი დამნაშავეებად ცნო.

პროკურატურა დემეტრე ჩიქოვანს გიგა ავალიანზე თავდასხმის მომზადებას, ხოლო ანი ნასყიდაშვილს შეუტყობინებლობას ედავება.

„გავიგე, რომ ნია იმნაძის სამედიცინო ცნობისთვის მიაკითხეს უამრავ ექიმს! ყალბი ცნობის გაცემაზე ყველა ექიმმა თქვა უარი! მადლობა მათ, გიგა ავალიანის დედისგან!“ – ეკა კუპატაძე მორიგი სასამართლო სხდომის შესახებ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g