LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: რომელი ჭურჭელია უსაფრთხო ჯანმრთელობისთვის – გიორგი ღოღობერიძის მნიშვნელოვანი რჩევა

306
2026-06-08_01-54-28_241384

ექიმი გიორგი ღოღობერიძე გვიზიარებს რჩევას, რომელიც ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ჭურჭელს ეხება.

„ხშირად ჩვენი მტერი არა საკვები, არამედ ის ჭურჭელია, რომელშიც მას ვამზადებთ. ტაფებიდან ყველაზე ცუდია ტეფლონის და კარგია უჟანგავი ფოლადის. ხოლო საუკეთესოა კერამიკის ტაფები.

რატომ არის ცუდი ტეფლონი. ის უეცრად ცხელდება 260 გრადუსამდე და გამოყოფს ძალიან ბევრ ტოქსინს. ეს აზიანებს ჩვენს ფარისებრ ჯირკვალს და იწვევს ჰიპოთირეოზს. ეს იწვევს თირკმლის სიმსივნეს და ორსულებში პრეეკლამფსიის განვითარებას.

რაც შეეხება ქვავებს, ცუდი არის ალუმინის და კარგია თიხის. უკეთესია ქვის. თუ სახლში ჯერ კიდევ გაქვთ ალუმინის ქვაბები, უნდა გადაყაროთ, რადგან ის აქტიური მეტალია და ჩქარა რეაგირებს მჟავებთან. როდესაც ალუმინი გადმოდის თქვენს ორგანიზმში ის აზიანებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას.

რაც შეეხება ჭურჭლებს, ცუდია პლასტმასის, კარგია თუჯის, ხოლო გამორჩეული და უსაფრთხო არის მინის. პლასტმასმა შესაძლოა გაზარდოს შაქრიანი დიაბეტის რისკიც და გამოიწვიოს წონაში მატებაც“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

ვიდეო: „ფეხი გამენასკვა“…რა არის ამის მიზეზი?“ – გიორგი ღოღობერიძის განმარტება

რა დროით შეიძლება საახალწლო კერძების სუფრაზე დატოვება – გიორგი ღოღობერიძის მნიშვნელოვანი რეკომენდაცია

5 მედიკამენტი, რომელთან ერთადაც ალკოჰოლის მიღება არ შეიძლება – გიორგი ღოღობერიძის მნიშვნელოვანი რჩევა

ვიდეო: „საკვების მიღების შემდეგ ამ ერთი მარტივი ქმედებით თქვენს სისხლძარღვებს წლობით შეინახავთ“ – გიორგი ღოღობერიძის სასარგებლო რჩევა

ვიდეო: „დილით წყლის მიღება მშვენიერია, მაგრამ ბევრი ამას არასწორად აკეთებს“ – გიორგი ღოღობერიძის სასარგებლო რჩევა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g