ნიკოლ კიდმანმა ქალიშვილის, სანდეი როუზის, 18 წლის იუბილე განსაკუთრებულად აღნიშნა. 59 წლის მსახიობმა სოციალურ ქსელში შვილთან ერთად გადაღებული იშვიათი საარქივო ფოტოები გააზიარა და მას გულთბილი სიტყვებით მიულოცა დაბადების დღე.
„გილოცავ 18 წლის იუბილეს, ჩემო ანგელოზო“, – დაწერა მსახიობმა ფოტოების აღწერაში.
საინტერესოა, რომ სანდეიმ სრულწლოვანება მნიშვნელოვანი კარიერული ნაბიჯითაც აღნიშნა. მან „პარიზის მაღალი მოდის კვირეულის ფარგლებში“, „დიორის“ 2026 წლის შემოდგომა/ზამთრის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა.
ცნობისთვის, სანდეი როუზი ნიკოლ კიდმანისა და კიტ ურბანის უფროსი ქალიშვილია. წყვილს ასევე ჰყავს 15 წლის ქალიშვილი, ფეით მარგარეტი.