LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეი-ზის კონცერტზე მოულოდნელად რიანა გამოვიდა

122
photo-collage.png

რიანა მოულოდნელად ჯეი-ზის კონცერტზე გამოვიდა. ის რეპერს იანკის სტადიონზე, 3-დღიანი საკონცერტო რეზიდენციის ფინალურ, მესამე ღამეს შეუერთდა.

რირიმ ჯეი-ზისთან დუეტში იმღერა საკულტო ჰიტი – Run This Town, რომელიც 2009 წელს კანიე უესტთან თანამშრომლობითაც შეიქმნა. მან ასევე თავისი 2015 წლის სოლო ტრეკი – Bitch Better Have My Money შეასრულა.

რიანას გამოჩენა შოუს განსაკუთრებული და ემოციური მომენტი აღმოჩნდა. მან გულშემატკივრებს გულახდილი სიტყვით მიმართა და აღიარა, რომ სცენა ძალიან მოენატრა.

ცნობისთვის, რიანას ბოლო მასშტაბური საჯარო გამოსვლა 2023 წლის 12 თებერვალს, ,,სუპერბოულის” ტაიმ-აუტზე შედგა, სადაც მან თავისი მეორე ორსულობაც გაამჟღავნა. მას შემდეგ მომღერალი მთლიანად იყო ფოკუსირებული ოჯახსა და საკუთარ ბიზნეს-იმპერიაზე, რის გამოც სცენას საკმაოდ დიდი ხნით ჩამოშორდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები