LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „გამიცოცხლონ ჩემი შვილი და ხმას ვერ გაიგონებენ ჩემსას, მე რომ ღიად არ მებრძოლა, მხოლოდ ალექსანდრე გაბაშვილი იქნებოდა დაჭერილი“ – ეკა კუპატაძე

269
ეკა კუპატაძე

„გამიცოცხლონ ჩემი შვილი და ხმას ვერ გაიგონებენ ჩემსას. მე რომ ღიად არ მებრძოლა, მხოლოდ ალექსანდრე გაბაშვილი იქნებოდა დაჭერილი,“ – ამის შესახებ გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ ეკა კუპატაძემ განაცხადა.

ეკა კუპატაძემ აღნიშნა, რომ ნია იმნაძეს ტელეფონი გასუფთავებული ჰქონდა, ამასთან, მისი დედა ნომერსაც არ ამხელდა.

„იპოვონ ერთი გოგონა, ვისაც გიგა სექსუალურად ავიწროებდა – თუ გამოჩნდება ასეთი, 10 000 ლარს ოფიციალურად, სახალხოდ გადავცემ! თუ არ გამოჩნდება ასეთი გოგონა, ყველას, აუცილებლად ვაგებინებ პასუხს!“ – ეკა კუპატაძე განცხადებას ავრცელებს

„არცერთი მართალი ადამიანი ტელეფონს არ ასუფთავებს, მით უმეტეს იმ ტელეფონით თუ მას თავდაცვა შეეძლო. გიგა ავალიანთან მიმოწერები მე მივიტანე პროკურატურაში, გიგა რომ გარდაიცვალა, იმ ღამესვე ავტვირთე.

ნია იმნაძის ტელეფონში ყველაფერი გასუფთავებული იყო, ქარხნულად იყო გადატვირთული, აიქლაუდიც გასუფთავებული იყო, განა ასეთს რას მალავდა?

ამ კითხვას იცით რა ამყარებს? დედის ტელეფონი გაქრა, ნომერიც არ გაამხილა…

ვერავინ ვერ შემაკავებს, მე რომ ღიად არ მებრძოლა, მხოლოდ ალექსანდრე გაბაშვილი იქნებოდა დაჭერილი და სხვა არავინ.

მე არაფრის არ მეშინია, გამიცოცხლონ ჩემი შვილი და ხმას ვერ გაიგონებენ ჩემსას…

(ნია იმნაძის) დედის ნომერი გაქრა საერთოდ, ჩხრეკის დროს რომ თქვა, ტელეფონი არ მაქვსო, ეს სხვა თემაა მაგრამ, ნომერიც რომ არ გაამხილა ეს კიდევ უფრო სხვა რამეა.

ვისთან და რა სახის კომუნიკაცია ფარავს ის თავნება მდედრი, რომელმაც ფეხი დაუბაკუნა პოლიციას და კი ხედავდით როგორ ელაპარაკებოდა…“ – აღნიშნა ეკა კუპატაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვნებს, ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

„მოვიპოვეთ ფარული ჩანაწერი ნია იმნაძესა და მამამისს შორის, განიხილავდნენ, როგორ ჩაიდინა გაბაშვილმა დანაშაული – ნიას მამა ამბობს, რომ არასწორად მოიქცა, თუმცა მამას ეუბნება, რომ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, თანამედროვე ეპოქაში სხვანაირად ხდება“ – პროკურორი ქეთევან სონიძე

„ალექსანდრე გაბაშვილისთვის, ასეთი წარსული გამოცდილების ადამიანისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომ მასწავლებელი სექსუალურად ავიწროებდა, ფაქტობრივად, წაქეზება იყო“ – პროკურორი ქეთევან სონიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები