LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი, ბათუმი, ქუთაისი – ე.წ. უკონტაქტო პატრულმა სიჩქარის გადაჭარბების 37 951 შემთხვევა გამოავლინა

19961437_1742609656039261_8111942361189972100_n

2017 წლის პირველი ივლისიდან 2018 წლის 5 ნოემბრის ჩათვლით თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ე.წ. უკონტაქტო პატრულმა სიჩქარის გადაჭარბების 37 951 შემთხვევა გამოავლინა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, პოლიციის სარგებლობაში არსებულ, შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ავტომატური ფოტო და ვიდეოტექნიკის, არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყოს (ე.წ. „უკონტაქტო პატრულის“) მიერ მოცემული პერიოდის განმავლობაში 37 951 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დაფიქსირდა. უფრო კონკრეტულად, ამავე პერიოდში ბათუმში სიჩქარის გადაჭარბების 12 462, ქუთაისში – 12 665, თბილისში კი 12 824 შემთხვევა დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის პირველი ივლისიდან შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ბრძანებით, ამოქმედდა ე.წ. უკონტაქტო პატრულირების ადმინისტრირების წესი, რაც პოლიციის სარგებლობაში არსებულ, შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ავტომატური ფოტო და ვიდეოტექნიკის, არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყოს განთავსებისა და გამოყენების, აგრეთვე, მონაცემთა დამუშავების პირობებსა და პროცედურებს ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g