ოფიციალური ინფორმაციით, კიმ კარდაშიანისა და კანიე უესტის ვარსკვლავურ ოჯახს მალე კიდევ ერთი წევრი შეემატება. საინტერესოა, რომ 38 წლის სატელევიზიო სახე ორსულად არ არის. მას და მის რეპერ მეუღლეს ბავშვს ისევ სუროგატი დედა გაუჩენთ.
გაირკვა, რომ პატარა ქვეყანას მაისში მოევლინება, თუმცა სქესზე ცნობილი ჯერჯერობით არაფერია.
აღსანიშნავია, რომ ამერიკელი სელებრითი ცოტა ხნის წინ უარყოფდა მეოთხე შვილის ყოლის შესაძლებლობას, მაგრამ როგორც ჩანს, სიტუაცია შეიცვალა.
შეგახსენებთ, რომ კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი ორი ქალიშვილისა და ერთი ვაჟის მშობლები არიან.


