გარდა იმისა, რომ კიმ კარდაშიანი ,,ვოგის” მაისის ნომრის სახე გახდა და ლეგენდარული ჟურნალის ფურცლებზე პირველი სოლო ფოტოსესიით გამოჩნდა, 38 წლის სატელევიზიო სახემ გამოცემას ვიდეოინტერვიუც მისცა, რა დროსაც რეპორტიორს საკუთარ სახლში უმასპინძლა.
,,ოცნებები ხდება” – კიმ კარდაშიანი Vogue-ის გარეკანზე (ფოტო)
იმ ფონზე, როცა აქამდე ამერიკელი სელებრითის სახლს მხოლოდ ,,ინსტაგრამზე” გამოქვეყნებული ეპიზოდური კადრებით ვაფასებდით, ამჯერად ისე მოხდა, რომ კიმისა და მისი მეუღლის, კანიე უესტის საცხოვრებლის კარები ყველასთვის გაიღო.
2014 წელს შეძენილი სახლი, რომლის რემონტი 40 მილიონი დოლარი დაჯდა, ლოს-ანჯელესის პრესტიჟულ უბანში, ჰიდენ ჰილზში მდებარეობს.
აღსანიშნავია, რომ საცხოვრებლის დათვალიერების პარალელურად, კარდაშიანების ოჯახის ერთ-ერთი ლამაზმანი ჟურნალისტის შეკითხვებს პასუხოდა.
როგორ გამოიყურება სახლი, რომელშიც ვარსკვლავური წყვილი სამ შვილთან ერთად ცხოვრობს, იხილეთ ვიდეოში, რომელიც ,,ვოგის” ოფიციალურ Youtube არხზე გამოქვეყნდა.