31 მაისს, მაიამიმ არიანა გრანდეს უმასპინძლა. გაირკვა, რომ 25 წლის მომღერლის ,,ამერიკან ეარლაინს არენაზე” გამართულ კონცერტს შვილებთან ერთად, ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი დაესწრნენ.
ინფორმაცია ამის შესახებ ა-როდმა ,,ინსტაგრამის” ისტორიაში ატვირთული ვიდეოთი გაავრცელა, რომელშიც ჯეი ლო ახალგაზრდა შემსრულებლის ჰიტზე 7 rings ცეკვავს.
აღსანიშნავია, რომ შოუს დასრულების შემდეგ ვარსკვლავური წყვილი 14 წლის ნატაშასთან, 12 წლის ელასთან და 11 წლის ემასთან ერთად, საღამოს მთავარ გმირს შეხვდა.
შეგახსენებთ, რომ არიანა გრანდე მეოთხე და მეხუთე სტუდიური ალბომების Sweetener (2018 წ.) და Thank U, Next (2019 წ.) მხარდასაჭერ მსოფლიო ტურნეში იმყოფება.