ედ შირანისთვის მიმდინარე წელი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ნაყოფიერი იყო, მომღერალმა უამრავი ჯილდო მიიღო და ათწლეულის არტისტის წოდებაც დაიმსახურა.
ედ შირანი ათწლეულის არტისტად დაასახელეს
მისი კომპოზიცია Shape Of You 4,5 მილიონი ასლით, 2010 წლის ყველაზე პოპულარული ჰიტი გახდა, რომელმაც ჩარტებში პირველ ადგილზე 14 კვირა დაჰყო.
2017 წლიდან ის დაუღალავად მუშაობდა, გამოუშვა ალბომები და ჩაატარა უამრავი კონცერტი, წარმოგვიდგინა ახალი კომპოზიციები და უამრავი სახასიათო როლი შემოგვთავაზა.
28 წლის მუსიკოსმა ახალი ამბის გასავრცელებლად, ინსტაგრამს მიმართა და განაცხადა, რომ მას დაძაბული სამუშაო გრაფიკისგან დასვენება სჭირდება.
„გამარჯობა ყველას, ვაპირებ კვლავ დავისვენო, ტურნემ ჩემი ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა, ახლა დროა, წავიდე და მსოფლიო ვნახო“ – აცხადებს ედ შირანი
შეგახსენებნთ, ეს არტისტის რიგით მეორე შემოქმედებითი პაუზაა, მან 2016 წელს, ერთი წლით დაისვენა.