მატარებელი რელსებიდან გადავიდა, შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, 12-მა კი სხეულის დაზიანებები მიიღო, შემთხვევა ბულგარეთში მოხდა.
„ბიბისის“ ინფორმაციით, რელსებიდან სატვირთო მატარებელი გადავიდა, რომელიც პროპანითა და ბუტანით იყო დატვირთული. ინციდენტი სოფელ ჰიტრინოში, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მოხდა.
სოფელში სულ მცირე 20 შენობაა დაზიანებული. ვაგონები აფეთქდა, შემდეგ კი სოფელში ხანძარი გაჩნდა, მაცხოვრებლების ევაკუაცია მიმდინარეობს.
ხანძარს 150-მდე მეხანძრე ევრძვის, ისინი ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებსაც ეძებენ.
პოლიცია ავარიის მიზეზებს იძიებს.