LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზის ამერიკული უნივერსიტეტი ნუცას სახელობის პრემიას აწესებს

100

პარიზის ამერიკული უნივერსიტეტი მაია ასათიანის შვილის, ნუცა მახვილაძის სახელობის პრემიას აწესებს, ამის შესახებ „ფეისბუქზე“ ნანუკა ჟორჟოლიანი წერს.

“ისეთი სტუდენტები, როგორიც ნუცა იყო, (მაღალი ქულებით) უნივერსიტეტიდან მიიღებენ მისი სახელობის დაფინანსებას. ქართველი სტუდენტების გადაწყვეტილებით კი, ( რომლებიც იმ უნივერსიტეტში სწავლობენ) ეზოში დაიდგმება მისი სახელობის ნატვრის ხე.

ალბათ ყველამ წარმოიდგინეთ როგორი გოგო იყო ნუცა, როცა თაობები მისი სახელობის დაფინანსებით , განათლებას მიიღებენ პარიზის ამერიკულ უნივერსიტეტში,“ – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ტელეწამყვან მაია ასათიანის 18 წლის ქალიშვილი 23 თებერვალს საფრანგეთში, მენინგოკოქცემიის დიაგნოზით გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g