გასაკვირი სულაც არ არის, რომ ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი დიდი ქონების მფლობელები არიან. წყვილი მაიამიში, ნიუ-იორკსა და ბელ-აირში უზარამზარ სახლებს ფლობენ, თუმცა, როგორც ჩანს, ეს მათთვის საკმარისი არ არის.
ახლახანს ინფორმაცია გავრცელდა, რომ ვარსკვლავურმა წყვილმა ახალი სახლი, სან-ფერნანდოში 1,4 მილიონ დოლარად შეიძინა. ვინაიდან ჯეი ლო ამავე რაიონში უკვე ფლობს უძრავ ქონებას, არტისტმა ის ოჯახის წევრებზე გადააფორმა.
ცნობისთვის, სახლი 1948 წელს აშენდა, ცოტა ხნის წინ კი კაპიტალურად გარემონტდა. მაღალი ხის ჭერი, ნათელი ოთახები და კრემისფერ ფერებში გადაწყეტილი ინტერიერი – ჯეი ლოს ახალი საცხოვრებელი სახლი მართლაც საოცარი გემოვნებითაა მოწყობილი.