LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაირა თუ ჯეი ლო? – ტაირა ბენკსმა „ვერსაჩეს“ საკულტო მწვანე კაბა მოირგო და ჯენიფერ ლოპესის „ლუქი“ გაიმეორა

461
safe-image (1)

9 ნოემბერს ამერიკაში პატივისცემის დღე აღინიშნება. აღნიშნულ დღესასწაულზე ადამიანები თავიანთ კუმირებს მადლობას უხდიან. რამდენიმე დღის წინ, მოდელმა და წამყვანმა, ტაირა ბენკსმა პროექტში „ცეკვავენ ვარსკვლავები“ გაიბრწყინა. აღნიშნული საღამოსთვის 46 წლის ვარსკვლავმა „ვერსაჩეს“ საკულტო მწვანე კაბა მოირგო და ამით ჯენიფერ ლოპესის ლუქი გაიმეორა. ტაირამ შოუ ამ სიტყვებით გახსნა: „J to the Lo“.

ცნობისთვის, კაბის ღირებულება 4850 ევროს შეადგენს.

შეგახსენებთ, ჯენიფერ ლოპესი აღნიშნული კაბით 2000 წელს, „გრემის“ 42-ე დაჯილდოებაზე  წარსდგა საზოგადოების წინაშე. გასულ წელს კი დიზაინერმა დონატელა ვერსაჩემ ვარსკვლავს ის კიდევ ერთხელ მოარგო.  მომღერალმა აღნიშნული კაბით ,,მილანის მოდის კვირეულიც” დახურა.

„ეს იყო ერთ-ერთი შესანიშნავი მომენტი" - როგორ მოირგო 20 წლის წინ ჯენიფერ ლოპესმა „ვერსაჩეს" ლეგენდარული კაბა (ვიდეო)

არის მომენტები, როდესაც პოპ-მუსიკა და მოდა ერთმანეთს კვეთს. სწორედ ასეც მოხდა 2000 წლის "გრემის" დაჯილდოვების ცერემონიალზე, როდესაც ჯენიფერ ლოპესი ვერსაჩეს მწვანე კაბით აუდიტორიის წინაშე წარსდგა

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები