LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ექსპო ჯორჯიასთან“ მიმდინარე აქციაზე 9 აქტივისტი დააკავეს

276
BeFunky-collage

„ექსპო ჯორჯიასთან“ მიმდინარე აქციაზე 9 აქტივისტი დააკავეს.  ამის შესახებ “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, აქციის ცხრა მონაწილე პოლიციამ ადმინისტრაციული წესის დარღვევისთვის დააკავა.

სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქტივისტებმა  გზის გადაკეტვა სცადეს. სამართალდამცველებმა მათ საავტომობილო მოძრაობის შეფერხების საშუალება არ მისცეს.

“ეს არის ფარსი, ყველაფერი წინასწარ გადაწყვეტილია” – „ექსპო ჯორჯიასთან“, სადაც „ქართული ოცნების“ ყრილობა უნდა გაიმართოს, აქცია იმართება

„ექსპო ჯორჯიასთან“ შეკრებილი არიან მოძრაობა „სირცხვილიასა“ და „შეცვალეს“ წევრები. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ,„ ირაკლი კობახიძე 20 ივნისის მოვლენების შემოქმედია“.

შეგახსენებთ, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობა დაიწყო. ყრილობა „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო დარბაზში მიმდინარეობს და მთელი ქვეყნის მასშტაბით, 400-მდე დელეგატი ესწრება.

ყრილობა აირჩევს პარტიის ახალ თავმჯდომარეს და პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებულ შემადგენლობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g