ვახტანგ მეგრელიშვილის ინფორმაციით, იაგო ხვიჩია უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს, არაფორმალურ გარემოში შეხვდა. ამის შესახებ მან “პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა.
“პირველი შეხვედრა ჰქონდათ და თვითონ, დაუკავშირდნენ და შეხვდნენ იაგოს არაფორმალურ ვითარებაში და ზუსტად, ყველა იმ თემაზე ისაუბრეს, რომელ თემებზეც იაგოს ჰქონდა საუბარი. ჩვენ გავცვალეთ პოზიციები, გულწრფელად ავუხსენით ჩვენ რა გვინდა მართლა, რაში ვთვლით, რომ ისინი არ იყვნენ მართლები და მათაც აგვიხსნეს თავიანთი”. – თქვა მეგრელიშვილმა.
“გირჩის” ერთერთი ლიდერის თქმით, “ოცნებას” “გაჭედილი” გაჭედილი აქვს, რომ არჩევნები არ გაუყალბებია:
“აი გაჭედილები აქვთ, რომ არ გაუყალბებიათ არჩევნები და ეს არ არის მარტივი არგუმენტი გადასალახად, ანუ ამ ხალხს მტკიცებულების სტანდარტზე წარმოდგენა აქვთ და არ არის მარტივი ამ არგუმენტის გადალახვა. ჩვენ გაჭედილი გვაქვს პროპორციულ არჩევნებზე”.- განაცხადა მეგრელიშვილმა.
შეგახსენებთ, ქართული ოცნების პარლამენტმა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის, მათივე განაცხადების საფუძველზე, მანდატების გაუქმების პროცედურა დაიწყო.